
რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რეზოლუციას წარადგენს, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იმ შემთხვევაში იძლევა, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის დემოკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგ უსამართლო ომს გააძლიერებს.
ამერიკის მოკავშირეების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენების 2022 წლის ნებართვა(AUMF) უფლებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს გამოიყენოს ძალები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
Words matter, but so do our actions. I’m introducing this AUMF as a clear redline so @POTUS can take appropriate action if Russia uses chemical, biological, and/or nuclear weapons. We must stand up for humanity and we must stand with our allies. https://t.co/zyAlZNGcAL
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) May 1, 2022
"სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასევე აქვს მნიშვნელობა მოქმედებასაც. მე წარვადგენ ამ AUMF-ს, როგორც აშკარა წითელ ხაზს, რათა აშშ-ის პრეზიდენტმა შეძლოს მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ რუსეთი ქიმიურ, ბიოლოგიურ და/ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ჩვენ უნდა დავდგეთ კაცობრიობის და ჩვენი მოკავშირეების გვერდით",- განაცხადა კინზინგერმა საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე.