LIVE

ბაიდენი ცდილობს, პუტინს საუკეთესო მეცნიერები წაართვას

30 აპრ 202214:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 811
ბაიდენი ცდილობს, პუტინს საუკეთესო მეცნიერები წაართვას
Mikhail Klimentyev/Sputnik/AFP/Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს გეგმა, წაართვას ვლადიმერ პუტინს საუკეთესო ნოვატორები. ამ მიზნით, სავარაუდოდ, მოიხსნება სავიზო მოთხოვნები რუსი მეცნიერებისა და ინოვატორებისთვის, რომლებსაც სურთ აშშ-ში ჩასვლა.

ერთ-ერთი წინადადების თანახმად, გაუქმდება წესი, რომლის მიხედვით, სამუშაო ვიზის მსურველ რუს მეცნიერებს უნდა ჰყავდეთ ამერიკელი დამსაქმებელი.

ეს ეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიაში ან მათემატიკაში შეერთებულ შტატებში ან მის ფარგლებს გარეთ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა დაადასტურა, რომ ძალისხმევა მიზნად ისახავს პუტინის მაღალტექნოლოგიური რესურსების შესუსტებას და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის საინოვაციო ბაზის შემცირებას.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მაღალკვალიფიციური მეცნიერების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაიქცა რუსეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტმა, კონსტანტინე სონინმა 7 მარტს Twitter-ზე დაწერა, რომ “ბოლო 10 დღის განმავლობაში 200 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა რუსეთიდან. ტრაგიკული გადასახლება, რომელიც არ გვინახავს ერთი საუკუნის განმავლობაში”.

რუსეთის ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის შეფასებით, აპრილში 70,000-დან 100,000-მდე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა შეიძლება სცადოს ემიგრაციაში წასვლა.

შეერთებულმა შტატებმა და G7-ის წევრებმა ასევე განიხილეს რუსი მეცნიერებისთვის დაცული სტატუსის მინიჭება, მათ შორის, ვინც მუშაობს CERN-ში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ჯეიკობსი და ალბერტო ნარდელი