LIVE

2021 წელს ემიგრაციაში საქართველოს 80 351 მოქალაქე წავიდა - საქსტატი

29 აპრ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1912
2021 წელს ემიგრაციაში საქართველოს 80 351 მოქალაქე წავიდა - საქსტატი

2021 წელს, საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა (წინა წელთან შედარებით 34.6% მეტი). აქედან 80 351 საქართველოს მოქალაქე იყო. აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. 

რაც შეეხება იმიგრანტების რიცხოვნობას, ეს მაჩვენებელი 17.8%-ით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.

იმიგრანტების 82.5% და ემიგრანტების 88.6%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% - ქალია.

2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966).

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.