
ევროპის მცდელობა, შეამციროს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულება, მიმდინარე წელს მზის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს. ამის შესახებ მსოფლიოში სიდიდით მესამე ენერგო-მიმწოდებელი, JinkoSolar Holding აცხადებს.
გლობალურად მზის სიმძლავრის დანადგარები მიმდინარე წელს 250 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს, რამდენადაც ქვეყნები რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებენ. BloombergNEF-ის თანახმად, 2021 წელს ინსტალაციების საერთო სიმძლავრე 184 გიგავატი იყო.
"რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა მზის ენერგიის საჭიროება. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს მოთხოვნა გაიზრდება და შემდგომ წლებში ასევე სტაბილური ზრდა შენარჩუნდება. მზის ენერგია ენერგეტიკაში უფრო მეტ წილს დაიკავებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად გაზსა და თერმულ ენერგიაზე არიან დამოკიდებულები", - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ ძიანდე ლიმ.
JinkoSolar-ის პირველი კვარტლის შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 92%-ით გაიზარდა და $2,3 მილიარდს მიაღწია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია