LIVE

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა

28 აპრ 202212:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა
REUTERS/Juan Medina

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) მხარი დაუჭირა რუსეთის წევრობის შეჩერებას უკრაინაში შეჭრის გამო. რუსეთი აცხადებს, რომ სააგენტოს დატოვება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. გადაწყვეტილებას მხარი UNWTO-ს 160 წევრი ქვეყნის ორ მესამედზე მეტმა დაუჭირა.

“მესიჯი ნათელია: ქმედებებს ყოველთვის ექნება შედეგები. მშვიდობა ადამიანის ყველასთვის გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, გამონაკლისის გარეშე”, - დაწერა Twitter-ზე კენჭისყრის შემდეგ UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

კენჭისყრა დაიგეგმა იქამდე, ვიდრე რუსეთი გამოაცხადებდა გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაიწყებოდა პროცესი, რომელსაც ერთი წელი დასჭირდება.

ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა რეიეს მაროტომ განაცადა, რომ რუსეთის შეჭრა “ზიანს აყენებს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და ტურიზმის მიერ წარმოდგენილ ღირებულებებს, როგორიცაა მშვიდობა, კეთილდღეობა” და რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წევრობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შეიცვლება, როდესაც ასამბლეა დაინახავს “რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებას”. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეის მომდევნო სხდომა 2023 წელს გაიმართება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება არ იმოქმედებს რუსეთის ტურიზმის სექტორზე.

“ტურიზმის სექტორი, განსაკუთრებით შიდა ტურიზმი, განაგრძობს განვითარებას. ღიაა ტურისტული მიმართულებებიც, რაც დამოკიდებულია კონკურენციის საკითხებზე ხარისხისა და ფასის კუთხით”, - განაცხადა პესკოვმა.