
Twitter-ის შესაძენად $44 მილიარდიანი წარმატებული გარიგების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი Coca-Cola-ს ყიდვის შესახებ ხუმრობს.
"შემდეგ Coca-Cola-ს ვიყიდი, რათა მასში კოკაინი დავაბრუნო",- განაცხადა მასკმა Twitter-ზე. ის სასმლის ორიგინალურ რეცეპტს ეხმიანება, რომელიც 1886 წელს გამოვიდა, როგორც მატონიზირებელი საშუალება სხვადასხვა დაავადებისთვის. Coca-Cola მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მცირე ოდენობით კოკაინს შეიცავდა.
Next I’m buying Coca-Cola to put the cocaine back in
— Elon Musk (@elonmusk) April 28, 2022
თუმცა, გამაგრილებელი სასმელების კომპანიასთან შედარებით, რომლის საბაზრო ღირებულება $284 მილიარდს აღწევს, Twitter-ი წვრილმანია.
მასკის ქონება ამჟამად $253 მილიარდს უტოლდება. ის ბევრად უსწრებს მის კონკურენტ ჯეფ ბეზოსს, რომლის ქონება $162 მილიარდს შეადგენს.
მიუხედავად ამისა, მაინც უმჯობესია არ უგულებელვყოთ ადამიანი, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი ელექტრომობილების კომპანია შექმნა და ადამიანების მარსზე გადაყვანას გეგმავს. მან პირველად Twitter-ის შესყიდვაზე 2017-ში კომიკოს დეივ სმიტთან იხუმრა, რაც ბოლოს $44 მილიარდიანი გარიგებით დასრულდა.
This exchange continues to haunt me pic.twitter.com/W06oSqx0MR
— Dave Smith (@redletterdave) April 25, 2022
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მილსონი