LIVE

EU ჟურნალისტებს მიკერძოებული სასამართლოსგან დაიცავს

29 აპრ 202210:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 585
EU ჟურნალისტებს მიკერძოებული სასამართლოსგან დაიცავს
Bloomberg

ევროკავშირი მდიდარი და გავლენიანი ადამიანების, მათ შორის რუს ოლიგარქების, მხრიდან ჟურნალისტების დათრგუნვის მიზნით, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად ზომებს აძლიერებს. 

ევროკომისიამ დღეს განაცხადა, რომ ე.წ. საზოგადოებრივი მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPPs) შესახებ კანონპროექტი შეეხება "უსაფუძვლო ან გადაჭარბებულ" სარჩელებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების და სხვების "ცენზურას, დაშინებას და გაჩუმებას".

კანონი ჟურნალისტებს დაიცავს როგორც კერძო პირების, ასევე, სახელმწიფოებისა და კორპორაციების უსაფუძვლო სარჩელებისგან. 

"ჩვენ პირობა დავდეთ, რომ დავიცავთ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს მათგან, ვინც მათ გაჩუმებას ცდილობს. ახალი კანონი ამას ემსახურება", - თქვა კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა ჟუროვამ. 

ახალი წესებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება და იმ გავრცელდება საქმეებზე, რომლებიც რამდენიმე ქვეყანას ეხება. კანონი ასევე დაიცავს ევროკავშირში მცხოვრებ ადამიანებს ბლოკის მიღმა საჩივრებისგან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შტეფანი ბოდინი