LIVE

კანადა რუსებისთვის ჩამორთმეული ქონებით უკრაინელების დახმარებას გეგმავს

27 აპრ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 778
კანადა რუსებისთვის ჩამორთმეული ქონებით უკრაინელების დახმარებას გეგმავს

კანადა საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს, რომელიც ქვეყანას სანქცირებული რუსებისთვის ქონების ჩამორთმევისა და გამოყენების უფლებამოსილებას მიანიჭებს.

კანადა რუსებისთვის ჩამორთმეულ ქონებას უკრაინის ომში დაზარალებულების კომპენსაციისთვის გამოიყენებს.

ახალი ღონისძიება მთავრობის საბიუჯეტო კანონპროექტში შევა, რაც ნიშნავს, რომ მას პარლამენტი ზაფხულისთვის თითქმის აუცილებლად მიიღებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანონი პირველი ასეთი სახის ღონისძიება იქნება G-7-ის ჯგუფში. 2014 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ 1 100-ზე მეტი რუსი ინდივიდი და კომპანია დაასანქცირა.

„რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის განსახორციელებლად სანქციები ჩვენი მთავრობისთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ჩვენ ვცდილობთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვისმა ქმედებებმაც ეს უკანონო და გაუმართლებელი შეჭრა განაპირობა",- ნათქვამია ჯოლის განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან პლატი