
Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ განაცხადა, რომ პლატფორმისთვის ერთადერთი გამოსავალი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკია.
დორსი, რომელმაც 2013 წელს კომპანია საჯარო გახადა, ამბობს, რომ Twitter-ს აქამდე Wall Street-ი ფლობდა და რომ მისი კერძო კომპანიად გადაქცევა სწორი პირველი ნაბიჯია. Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, დორსი ამჟამად Twitter-ის 2.36%-იან წილს ფლობს.
I love Twitter. Twitter is the closest thing we have to a global consciousness.
— jack⚡️ (@jack) April 26, 2022
"Twitter-ი, როგორც კომპანია, ყოველთვის იყო ჩემი ერთადერთი პრობლემა და ყველაზე დიდი სინანული. თუმცა, კომპანიის პრობლემის გადასაჭრელად ილონი ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც ვენდობი",- განაცხადა მან.
I love Twitter. Twitter is the closest thing we have to a global consciousness.
— jack⚡️ (@jack) April 26, 2022
Elon’s goal of creating a platform that is “maximally trusted and broadly inclusive” is the right one. This is also @paraga’s goal, and why I chose him. Thank you both for getting the company out of an impossible situation. This is the right path...I believe it with all my heart.
— jack⚡️ (@jack) April 26, 2022
ილონ მასკი ორშაბათს Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა. ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელიც სოციალურ ქსელს კერძო კომპანიად აქცევს. მასკმა ცოტა ხნით ადრე ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს მისი ყველაზე უარესი კრიტიკოსები პლატფორმაზე დარჩებიან, რადგან სიტყვის თავისუფლება სწორედ ამას ნიშნავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმ სმიტი