LIVE

გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა $2 ტრილიონს პირველად გადააჭარბა

25 აპრ 202211:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1079
გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა $2 ტრილიონს პირველად გადააჭარბა

გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა წელიწადში $2 ტრილიონს პირველად გადააჭარბა. როგორც ჩანს, ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ევროპული ქვეყნები რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ შეიარაღებულ ძალებს აძლიერებენ.

SIPRI-ის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნებმა ჯამში სამხედრო ძალებზე $2,113 მილიარდი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია.

ინსტიტუტის მიხედვით, 2011-დან 2014 წლამდე სამხედრო ხარჯების შემცირების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ხარჯები ზედიზედ 7 წლის განმავლობაში გაიზარდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რამდენიმე ევროპულმა მთავრობამ პირობა დადო, რომ მათი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად ხარჯებს გაზრდის.

2021 წელს ევროპამ გლობალური ხარჯის 20% შეადგინა, ხოლო ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა, 14%-ს შეადგენს.

გლობალურ სამხედრო ხარჯებში აშშ-ს ისევ ყველაზე დიდი წილი აქვს. ქვეყანამ შეიარაღებულ ძალებზე 2021 წელს $801 მილიარდი დახარჯა. უკანასკნელი დეკადის განმავლობაში აშშ-ს სამხედრო დანახარჯები გლობალური დანხარჯის 39%-ს შეადგენს. SIPRI-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იარაღის შესყიდვა შემცირდა, მეტი თანხები დაეთმო სამხედრო კვლევებსა და განვითარებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ უფრო მეტად შემდეგი თაობის ტექნოლოგიებზე ფოკუსირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკოლას როლანდერი