LIVE

პოლონეთს დაყადაღებული რუსული აქტივების უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამოყენება სურს

22 აპრ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 538
პოლონეთს დაყადაღებული რუსული აქტივების უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამოყენება სურს

პოლონეთი ევროკომისიას სთხოვს, დაყადაღებული რუსული რეზერვები და აქტივები უკრაინელი ლტოლვილებისთვის დასახმარებლად გამოიყენოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ გაზეთ Rzeczpospolita-ს განუცხადა. 

გასულ კვირას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილობით მიმართა. წერილის მიხედვით, დახმარების ღირებულება მიმდინარე წელს 11 მილიარდ ევროს ($11,97 მლრდ) შეადგენს. უკარაინაში სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ეს თანხა 24 მილიარდი იქნება. 

24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან პოლონეთში დაახლოებით 2,8 მილიონი ადამიანი შევიდა, თუმცა მათგან ზოგიერთი უკან დაბრუნდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი