LIVE

ჯონსონს ინდოეთში ბულდოზერზე გადაღებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

22 აპრ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
ჯონსონს ინდოეთში ბულდოზერზე გადაღებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ
Ben Stansall/WPA Pool/Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინდოეთში, JCB-ის ქარხანაში ბულდოზერზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ მედიაში კრიტიკა მოჰყვა. ის მრავალი გაზეთის პირველ გვერდზეც აღმოჩნდა.  

ინდოეთის რამდენიმე შტატში ბულდოზერები, (მათ შორის, JCB-ის წარმოებული ტექნიკა) ღარიბი მუსლიმების სახლებისა და მაღაზიების დასანგრევად გამოიყენეს. ერთი ვერსიით, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ ინდოეთის მუსლიმანური უმცირესობა გასულ კვირას შეტაკებაში მონაწილეობისთვის დააშინა და მათი ოჯახები, კოლექტიურად, ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე, დასაჯა. მთავრობა უარყოფს, რომ მათი სამიზნე მუსლიმები იყვნენ და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით უკანონო ნაგებობებს ებრძვის. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ინდოეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის დღეს, სავარაუდოდ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ასევე მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება უკრაინაში რუსეთის ომს. დიდი ბრიტანეთი ცდილობს დაარწმუნოს ინდოეთი, რომ შეუერთდეს დასავლურ სამყაროს მოსკოვის იზოლირებაში. 

ჯონსონს კარგი ურთიერთობა აქვს ბრიტანულ კომპანია JCB-სთან, რომლის თავმჯდომარე Brexit-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორპორაციული მხარდამჭერია. 2019 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯონსონი მის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა. ჯონსონს აფინანსებდა როგორც კომპანია, ასევე მისი თავმჯდომარე, მილიარდერი ენტონი ბემფორდი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მუნეეზა ნაქვი