LIVE

თანამშრომლების დამცირებაში ბრალდებული BNP Paribas-ის ყოფილი ბანკირი $4 მილიონს ითხოვს

23 აპრ 202220:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
თანამშრომლების დამცირებაში ბრალდებული BNP Paribas-ის ყოფილი ბანკირი $4 მილიონს ითხოვს

BNP Paribas-ის უფროსი ბანკირი, რომელიც უარყოფს ქვეშევრდომების "დატერორებას", უსამართლო გათავისუფლებისთვის $4 მილიონის ანაზღაურებას ითხოვს.

ომარ ალამი, BNP-ის დერივატივების გაყიდვების ხელმძღვანელი შვეიცარიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში, 2019 წელს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც შიდა მოხსენებამ აჩვენა, რომ ტრეიდერს კოლეგების წინაშე “უსარგებლო” და “არაკომპეტენტური”უწოდა. 

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებშიც ალამის “ემოციურ ტერორში” ადანაშაულებდნენ. 

ალამიმ სასამართლოს განუცხადა, რომ ტრეიდერმა სავარაუდოდ 1 მილიონი ევროს შეცდომა დაუშვა ვაჭრობაში, მაგრამ, დასძინა, რომ არასოდეს ყოფილა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აგრესიული. მან ასევე უარყო შიდა გამოძიების სხვა დასკვნები და თქვა, რომ თანამშრომლების განცხადებები იყო ანონიმური, რაც მას პასუხს ურთულებდა.

სარჩელი ეხმიანება კიდევ ერთ საქმეს UBS Group-ის წინააღმდეგ, რომელიც ასევე აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა ითვლება მისაღებ ქცევად სავაჭრო სართულზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრეიდერმა, რომელმაც UBS-ს უჩივლა, ისაუბრა “ტოქსიკურ გარემოზე”, შვეიცარიის ბანკის იურისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი დაძაბული ატმოსფერო “ტრეიდერის სამუშაოს გარდაუვალი რეალობაა”.

BNP-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ალამის შემთხვევაში “ზომა საჭირო იყო თანამშრომლების დასაცავად პროცედურების შესაბამისად”. ბანკმა დასძინა, რომ არ მიიღებს ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება პიროვნების პატივისცემასა და ღირსებას და აქვს ზომები შევიწროების ან დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის პრევენციის, აღმოჩენისა და მასთან ბრძოლისთვის.

კორალი უაზანამ, ალამის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ყოველწლიური შეფასებების დროს, არავის არასოდეს გამოუთქვამს შეშფოთება აგრესიულობის შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარ სებაგი