LIVE

რომელი ქვეყნები დაეხმარნენ უკრაინას ყველაზე მეტად - სია

20 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1384
რომელი ქვეყნები დაეხმარნენ უკრაინას ყველაზე მეტად - სია

კიელის ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის თავდასხმიდან ერთი თვის განმავლობაში, უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია. აშშ-ის მთავრობის მიერ ომში მყოფი ქვეყნისადმი გაწეული დახმარება 7,6 მილიარდი ევროს ეკვივალენტია ($8,2 მლრდ). 

ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის ჯამურმა დახმარებამ 2,9 მილიარდი ევრო შეადგინა. ამას ემატება 1,4 მილიარდი ევრო, რომელსაც უკრაინა ევროკავშირის ინსტიტუტებიდან იღებს და ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან გამოყოფილი 2 მილიარდი ევრო.

დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია უკრაინას ერთობლივად 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაჰპირდნენ.

 

ქვეყნის მშპ-თან მიმართებით, ომით განადგურებული ქვეყნის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრიდან პირველ თვეში, ყველაზე მეტი უკრაინის მახლობლად მდებარე პატარა ქვეყნებმა დახარჯეს

სიაში პირველ ადგილზე ესტონეთია, რომლის დახმარებამ ომის პირველ რამდენიმე კვირაში ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 0,8% შეადგინა. მსოფლიო ბანკის 2020 წლის მონაცემებით, ესტონეთის მშპ დაახლოებით $30.65 მილიარდია.  

ესტონეთს მოსდევს პოლონეთი, რომლის მიერ გაწეული დახმარება ქვეყნის მშპ-ს თითქმის 0,18%-ს უტოლდება. ხუთეულში ასევე შედიან ლიტვა, სლოვაკეთი და შვედეთი.

კვლევა დასავლეთის ქვეყნების მთავრობების - კერძოდ, G7-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას მოიცავს. შესაბამისად, მასში საქართველოს მიერ გაწეულ დახმარების შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოი შნეევისი