LIVE

ახლა შეგვიძლია, თურქეთის ბაზრისთვის განკუთვნილი სიგარეტი შემოვიტანოთ საქართველოში - JTI

20 აპრ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1119

ომის ფონზე უკრაინიდან თამბაქოს ექსპორტის შეჩერებამ საქართველოში დეფიციტი და შესაბამისად, ფასების ზრდა გამოიწვია. 

დეფიციტის თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მთავრობამ თამბაქოს იმპორტიორებს შეფუთვის წესზე საშეღავათო პერიოდი მისცა, რომელიც 2022 წლის პირველ სექტემბრამდე იმოქმედებს.

შესაბამისად, იმპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, ქვეყანაში ისეთი პროდუქტი შემოიტანონ, რომელსაც სხვა შეფუთვა აქვს და აქამდე ქართული ბაზრისთვის არ იყო განკუთვნილი.

"მოგვეცა შესაძლებლობა ყველას, რომ ბაზარზე შემოვიტანოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის ქართული ბაზრისთვის დამზადებული. მაგალითისთვის, თუ რეგლამენტით მოგვეთხოვებოდა, რომ სიგარეტის კოლოფს ქართული გამაფრთხილებელი წარწერები ჰქონოდა, ახლა შეგვიძლია პირდაპირ თურქეთის ბაზრისთვის განკუთვნილი სიგარეტი შემოვიტანოთ საქართველოში",- აცხადებს JTI კავკასიის დირექტორი მოადგილე, ივა ხასია "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიების მოლოდინით, ქვეყანაში სიგარეტის დეფიციტი არ შეიქმნება.