LIVE

პუტინი რუსული კომპანიებისთვის უცხოურ ლისტინგებს აუქმებს

20 აპრ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
პუტინი რუსული კომპანიებისთვის უცხოურ ლისტინგებს აუქმებს

სანქცირებული თუ არასანქცირებული რუსი მილიარდერები ახალი დაბრკოლებების წინაშე დგანან.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 აპრილს ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც რუსულ კომპანიებს ავალდებულებს გააუქმონ მათი საზღვარგარეთ არსებული წილები.

ამან შესაძლოა აიძულოს რუსი მაგნატები, მათ შორის რუსეთის უმდიდრესი ადამიანი ვლადიმირ პოტანინი და სხვა მსხვილი ბიზნესების მფლობელები, გარდაქმნან ბიზნესების ფლობის სტრუქტურა, რომლებსაც ისინი ნაწილობრივ უცხოური აქციების სახით ფლობენ.

ბოლო წლების განმავლობაში რუსული პირველადი საჯარო შეთავაზებები (IPO) 2007 წლის $17 მილიარდიანი პიკიდან შენელდა. ამგვარი ლისტინგები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მხოლოდ $6 მილიარდით გაიზარდა.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული კომპანიების სადეპოზიტო სერტიფიკატებით ვაჭრობა უცხოური ბაზრებმა გაყინეს. საერთაშორისო სანქციებმა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა, მიზანში ამოიღეს რუსი მაგნატები, ბანკები და ქვეყნის უცხოური რეზერვებიც კი. პარალელურად, სანქციებმა ქვეყნის დალისტული კომპანიები რამდენიმე დღეში ე.წ "ერთცენტიან აქციებად" გადააქცია.

პუტინის მიერ ხელმოწერილი შესწორების მიხედვით, სადეპოზიტო სერტიფიკატებით ვაჭრობა უცხოურ ბირჟებზე კანონპროექტის გამოქვეყნებიდან 10 დღეში უნდა შეწყდეს. თუმცა, კანონი ასევე უშვებს სპეციალურ გამონაკლისებს ბიზნესებისთვის, რომლებიც ვაჭრობის გასაგრძელებლად ნებართვას მოითხოვენ.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე JPMorgan-მა რუსულ კომპანიებში სადეპოზიტო სერტიფიკატების მფლობელებს მათი გაუქმების ნება დართო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია