LIVE

მასკი Twitter-ის შესყიდვას ცივილიზაციისთვის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს

18 აპრ 202221:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 639
მასკი Twitter-ის შესყიდვას ცივილიზაციისთვის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს

ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გადაწყვეტილება დაიცვა და TED-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ შენაძენს ცივილიზაციის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს.

მასკმა ასევე განაცხადა, რომ შეთავაზებული გარიგება არ ეხება Twitter-ის ეკონომიკას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ კომპანია დემოკრატიისთვის სანდო პლატფორმად დარჩეს.

"ეს არ არის ფულის კეთების გზა. ჩემი ძლიერი ინტუიციური შეგრძნება მკარნახობს, რომ საჯარო პლატფორმის არსებობა, რომელიც მაქსიმალურად სანდო და ფართოდ ინკლუზიურია, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ცივილიზაციის მომავლისთვის",- განაცხადა მასკმა.

Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკრიტიკა Twitter-ზე სიტყვის თავისუფლების ნაკლებობა და განაცხადა, რომ Twitter-მა უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა კომპანიის შინაარსის მოდერაციის გადაწყვეტილებებში. ეს ასახავს მთავარ ცვლილებას Twitter-ის მუშაობის პროცესში.

კითხვაზე, თუ როგორ შეცვლიდა Twitter-ის კონტენტის მოდერაციას, მასკმა განმარტა, რომ მისი ტესტი იმის შესახებ ასრულებს თუ არა პლატფორმა სიტყვის თავისუფლების პრინციპებს მარტივია: „ადამიანს, რომელიც არ მოგწონს, აქვს უფლება თქვას ის, რაც არ მოგწონს? თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება“,- აღნიშნა მასკმა.