LIVE

ზელენსკის ბაიდენის ვიზიტის იმედი აქვს

17 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 741
ზელენსკის ბაიდენის ვიზიტის იმედი აქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის იმედი აქვს.

"ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია და უსაფრთხოების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ვფიქრობ, რადგან ის შეერთებული შტატების ლიდერია, აქ უნდა ჩამოვიდეს",- განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი და ზელენსკი 9 აპრილს კიევში შეხვდნენ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინაში აშშ-დან მაღალი რანგის ოფიციალური პირის გაგზავნის იმედი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა ვიზიტის სურვილი გამოთქვა, თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვიზიტს არ აპირებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია