
რომის პაპმა ფრანცისკემ აღდგომის კვირას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასრულება ითხოვა და მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
"დაე იყოს მშვიდობა ომით განადგურებული უკრაინისთვის, რომელიც ასე სასტიკად გამოიცადა ამ ულმობელი და უაზრო ომის ძალადობით, რომელშიც ის ჩაითრიეს",- განაცხადა რომის პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედნის ცენტრალური აივნიდან.
პაპმა ფრანცისკემ ბირთვული იარაღის შესახებ ფიზიკოს ალბერტ აინშტაინისა და ფილოსოფოს ბერტრან რასელის 1955 წლის მანიფესტიდან მოახდინა ციტირება: „ დავასრულოთ ადამიანთა მოდგმა, თუ კაცობრიობა უარს იტყვის ომზე?“
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია