LIVE

EU-ს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება მოსალოდნელზე სწრაფად შეუძლია - დრაგი

17 აპრ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 667
EU-ს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება მოსალოდნელზე სწრაფად შეუძლია - დრაგი

იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპას რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ადრე ვარაუდობდა.

"ჩვენ გვაქვს ბუნებრივი აირის მარაგი და ასევე მივიღებთ გაზს სხვა მიმწოდებლებისგან", - განაცხადა დრაგიმ ალჟირიდან გაზის იმპორტის გაზრდის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ და დასძინა, რომ შემაკავებელი ზომების გავლენა მცირე იქნება.

იტალიის წინადადება ბუნებრივი აირის ფასების ლიმიტირების შესახებ რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროპის ქვეყნებში კონსენსუსისკენ მიიწევს. ამის შესახებ დრაგიმ მის პირველ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც 2021 წლის თებერვალში თანამდებობა დაიკავა.

"ევროპა აგრძელებს რუსეთის დაფინასებას ნავთობისა და გაზის შეძენით იმ ფასად, რაც არ არის კავშირში ისტორიულ ღირებულებასთან და წარმოების ხარჯებთან", - განაცხადა მან.

იტალია ამჟამად ბუნებრივი აირის 40%-ს რუსეთიდან იღებს. თუმცა, დრაგი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ალტერნატივებს ეძებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ პუტინთან ლაპარაკი უსარგებლო და დროის ტყუილი კარგვაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ბრამბილა