
ევროკავშირი უკრაინაში ომით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით €50 მილიონს გამოყოფს.
დაახლოებით €45 მილიონი უკრაინის პროექტებზე დაიხარჯება, ხოლო €5 მილიონი მოლდოვაში, რომელმაც 420,000 ლტოლვილი მიიღო.
ევროკავშირმა ომის დაწყებიდან €143 მილიონის ჰუმანიტარული დახმარება გასცა. 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 4.8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, ხოლო დამატებით მილიონობით ადამიანი ქვეყნის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია