LIVE

ბიგლუს ეფექტი

29 იან 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1860
ბიგლუს ეფექტი

ქართული სტრატპს, რომელმაც მომხმარებლებისა და ავტოექსპერტების დამაკავშირებელი პლატფორმა შექმნა, ბიგლის ჯიშის ძაღლი თანამშრომელი ჰყავს, სახელად ბიგლუ. 

სტარტაპის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ კომპანიის იდენტობის შექმნაში ბიგლუს დიდი წვლილი აქვს.

"ბიგლუ იყო პირველი ძაღლი თანამშრომელი საქართველოში, რომელმაც ჩაიბარა CARU-ს თანამშრომლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტი. მოგვიანებით, გაფართოვდა მისი დეპარტამენტი და შევუერთეთ მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვაც. დღეს, ბიგლუ არის თანამშრომლებისა და მომხმარებლის განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის უფროსი," ამბობს CARU-ს დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე. 

ბიგლუ აბაშიძის გამოჩენამ CARU-ს ცნობადობა სოციალური ქსელებში მნიშვნელოვნად გაზარდა. მას საკუთარი Facebook გვერდიც აქვს, სადაც მის თითოეულ პოსტს დიდი გამოხმაურება აქვს. 

"ხალხმა დაიმახსოვრა CARU, როგორც კომპანია რომელიც ხასიათით ჰგავს ბიგლს - ამას "ბიგლუს ეფექტი" დავარქვი," განმარტავს ნიკა აბაშიძე.

ბიგლუს დამსახურებით, კომპანიაში, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ტერმინი - "დრუნჩნათლად" დამკვიდრდა, რაც საქმის ისე პირნათლად კეთებას ნიშნავს, როგორც ამას ადამიანის ოთხფეხა მეგობარი აკეთებს. 

CARU ავტომანქანაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს ავტოასისტენტს, რომელიც მანქანისთვის საჭირო დიაგნოსტიკის ჩატარებაზე იზრუნებს.