LIVE

საქართველოს ბანკისა და ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი კურსი -„ბიზნესკურსის“ შეთავაზება მომხმარებლებს

15 აპრ 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 687
საქართველოს ბანკისა და ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი კურსი -„ბიზნესკურსის“ შეთავაზება მომხმარებლებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინფორმაციით, გამოცდილი ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი, ალექსანდრე ჯეჯელავა „ბიზნესკურის“ მომხმარებლებს კონკრეტული უნარების იმ სამ კატეგორიას და 12 ჯგუფს გააცნობს, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად არის აუცილებელი.

კურსები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ლიდერობა და პასუხისმგებლობა, პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, ტექნოლოგიური, მედია და საინფორმაციო წიგნიერება და სხვა. კურსის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3O4JXhE

საქართველოს ბანკის უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“ პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შეიქმნა. „ბიზნესკურსს“ ის უპირატესობა აქვს, რომ ის არ საჭიროებს ლექციის ონლაინ რეჟიმში გავლას, რადგან მოიცავს ვიდეოს სახით უკვე ჩაწერილ 18 კურსს. ბიზნესკურსი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში, როგორ შევიმუშაოთ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ.

მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომია ტესტები. გარკვეული პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებაა, რომ ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 17 000-ს გადააჭარბა.

პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.businesscourse.ge/

EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/

(R)