LIVE

როგორ იყენებენ უკრაინაში ხელოვნურ ინტელექტს გარდაცვლილების ამოსაცნობად

15 აპრ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1014
როგორ იყენებენ უკრაინაში ხელოვნურ ინტელექტს გარდაცვლილების ამოსაცნობად
IMAGINIMA

გასულ თვეში სახის ამომცნობმა კომპანიამ Clearview AI განაცხადა, რომ თავის ტექნოლოგიას უკრაინის მთავრობას მიცვალებულების იდენტიფიცირებისთვის გადასცემდა. BBC-მ მოიპოვა ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ტექნოლოგიას ადამიანების ამოსაცნობად. 

უკრაინის ხელისუფლება ამგვარ უკიდურეს ზომას მაშინ მიმართავს, როდესაც სხვა სახის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოპოვება რთულია.

კომპანიამ Clearview AI პოპულარული სოციალური ქსელებიდან, როგორიცაა Facebook და Twitter თავი მოუყარა მილიარდობით ფოტოს და შექმნა მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, რასაც კომპანიის დამაარსებელი და CEO ჰოან ტონ-ტჰატი "სახეების საძიებო სისტემას" უწოდებს.

"იგი დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც Google, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ძიება ტექსტით აწარმოოს, ობიექტის საპოვნელად იყენებს ფოტოებს",- ამბობს ის.

თუმცა კომპანია უამრავი სამართლებრივი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რადგან Facebook-მა, YouTube-მა, Google-მა და Twitter-მა ერთმანეთის მიყოლებით მიწერეს, რათა მათი კუთვნილი გვერდებიდან ფოტოების გამოყენება შეეწყვიტათ.

Clearview სამართალდამცავების მიერ აქტიურად გამოიყენება აშშ-ში. როგორც ტონ-ტჰანი ამბობს, 3,200-მდე სამთავრობო უწყებას შეძენილი აქვს კომპანიის მომსახურება ან მის საცდელ ვერსიას იყენებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Clearview-ს დამფუძნებელმა ტექნოლოგიას სხვაგვარი გამოყენება მოუძებნა.

მან მყისიერად შესთავაზა ეს ტექნოლოგია უკრაინის მთავრობას, რომელიც დასთანხმდა ამ შეთავაზებას. 

მაგალითად, ხარკოვში დაღუპული კაცის უსიცოცხლო სახეს ფოტოობიექტივზე აფიქსირებენ, შემდეგ ფოტო Clearview-ს მონაცემთა ბაზაში მოწმდება და შედეგად პოულობენ რამდენიმე ფოტოს, რომელზე გამოსახული კაციც გარდაცვლილს ძალიან ჰგავს. ამგვარად, პიროვნება ამოცნობილია.

Clearvie-მ BBC-ს დაუდასტურა ისიც, რომ უკრაინული სააგენტოები ამ სისტემას ცოცხლების საიდენტიფიკაციოდაც იყენებენ.

"სისტემამ შესაძლებლობა მოგვცა, სწრაფად გადაგვემოწმებინა დაკავებული ეჭვმიტანილების ვინაობა",- წერია უკრაინელი მაღალჩინოსნის მიერ გაგზავნილ წერილში. 

როგორც ტონ-ტჰატი ამტკიცებს, მისი ტექნოლოგია 99%-ით სწორია, თუმცა ბევრი რამაა დამოკიდებული ფოტოს ხარისხსა და გამოსახულებაზე.

რაც შეეხება საკუთრების საკითხს, კომპანიის მტკიცებით, თავისი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, ის მოიპოვებს სოციალურ ქსელებში მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ ფოტოებს.

თქვენ, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ამ მონაცემთა ბაზის ნაწილი იყოთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, Clearview AI-თვის ფოტოს გამოყენების უფლება არ მიგიციათ.

მომხმარებლების გაუფრთხილებლად ფოტოების მოპოვების გამო, გასულ წელს გაერთიანებულმა სამეფომ კომპანია დააჯარიმა კიდეც. მართალია ტონ-ტჰანი აღიარებს, რომ მისი კომპანიის მიერ სახის ამოცნობის ტექნოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეული დავა კვლავაც მიმდინარეობს, მაგრამ ირწმუნება, რომ Clearview კანონის ფარგლებში მოქმედებს.