LIVE

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾40 მილიონად გაიყიდა

14 აპრ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 885
წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾40 მილიონად გაიყიდა

წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკები გაიყიდა. კერძოდ, დღეს დასრულებული აუქციონების შედეგად, 25 ობიექტი ჯამში 39 970 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ღირებულებას 4 048 000 ლარით ჩამორჩება. 

აუქციონზე წყნეთის სამთავრობო აგარაკების საწყისი ჯამური ღირებულება 35 922 000 ლარი იყო. ობიექტების ნაწილი ფიზიკურმა პირებმა შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე 2019 წელს გამოიტანა. აუქციონზე 13 ნაკვეთის საერთო გასაყიდი ფასი 55,7 მლნ-ს აღემატებოდა. ინვესტორს ტურისტული კომპლექსის მოწყობა და 20 მლნ ლარის ინვესტირება ევალებოდა. თუმცა მაშინ აგარაკები ვერ გაიყიდა და მთავრობამ ობიექტის ცალკეულ ლოტებად გამოტანა გადაწყვიტა. 

მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებულ 5 აუქციონზე წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკების ნაწილი 7 მილიონ ლარად გაიყიდა.