LIVE

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾7 მილიონად გაიყიდა

28 მარ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 793
წყნეთის სამთავრობო აგარაკები ₾7 მილიონად გაიყიდა

სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ელექტრონულ აუქციონზე დღეს ₾7 მილიონის უძრავი ქონება გაიყიდა. კერძოდ, წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკები.

აუქციონი 5 ლოტზე დასრულდა და მთლიანობაში 5-ვე ობიექტის გასაყიდი ფასი 4,748 მლნ ლარი იყო. ობიექტები კერძო პირებმა შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე 2019 წელს გამოიტანა. აუქციონზე 13 ნაკვეთის საერთო გასაყიდი ფასი 55,7 მლნ-ს აღემატებოდა. ინვესტორს ტურისტული კომპლექსის მოწყობა და 20 მლნ ლარის ინვესტირება ევალებოდა.