
უკრაინას სოციალური გადახდებისა და ხელფასების დასაფარად, გადაუდებელი ფინანსური დახმარების სახით ყოველთვე $7 მილიარდი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, როდესაც ის გასულ კვირას კიევში ჩავიდა.
ზელენსკიმ ასევე განიხილა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით დგას. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბლოკი ამ მიმართულებით დასახმარებლად საზღვრის გადაკვეთის დაჩქარებულ პროცედურებს გამოიყენებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია