LIVE

SOLO: ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა

12 აპრ 202214:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 509
SOLO: ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა

SOLO აგრძელებს მომხმარებლებისთვის საინტერესო შეხვედრების სერიას. ამჯერად, 15 აპრილს, ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, „ლეო ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ საინტერესო შეხვედრას დაესწრონ, რომლის მიზანია, ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც ლიდერები დგანან.

შეხვედრას „ლეო ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, სამი კოენი გახსნის, რომელიც დამსწრეებს ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Shell-თან, თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. სამი ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა Shell-ში ლეო მეთოდოლოგიის საშუალებით ე.წ. Trusting Team-ები და რა რეალურ ღირებულებაში ითარგმნა შემდგომში ეს ტრანსფორმაცია ორგანიზაციისთვის.  

შეხვედრის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მონაწილეები იქნებიან:

• ლევან ლეფსვერიძე, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი;

• ლექსო ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრის მედიატორი კი იქნება გიორგი ბურჭულაძე, „ლეო ინსტიტუტის“ დირექტორი და კომპანია „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი. 

„ნებისმიერი ორგანიზაცია ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის, რომელიც გულისხმობს ზრდას, სტაგნაციასა და ვარდნას. გრძელვადიანი წარმატებისთვის კი, ერთადერთი გზა ტრანსფორმაციის უწყვეტ პროცესში გადასვლაა. სწორედ ამ თემატიკაზე და გამორჩეული სპიკერების მონაწილეობით, მოხარული ვართ, SOLO მომხმარებლებს მორიგი შეხვედრა შევთავაზოთ. დამსწრეებს წინ ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია ელით, თემაზე „ყველა კომპანიაშია დამალული საგანძური და ლიდერებს შეუძლიათ მისი აღმოჩენა“. აღნიშნული შეხვედრა ერთ-ერთია, რომელიც SOLO Lifestyle-ის ფარგლებში, მომხმარებლებს მათი ინტერესების შესწავლის საფუძველზე შევთავაზეთ. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ SOLO მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.

შეხვედრა ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში (ჭავჭავაძის გამზ. №29) 19:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა ბანკს შემდეგ მეილზე უნდა მისწეროს - hobby@solo.ge, ან მიმართოს პირად SOLO ბანკირს. BOG-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრება უფასოა.

დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://bit.ly/3O1g8yu

შეგახსენებთ, „ლეო ინსტიტუტი“ უკვე 40 წელია, NASA-ს, Shell-ის, VISA-ს, Boeing-ის, American Express-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ლიდერებს ეხმარება დაიწყონ და დარჩნენ მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესში, იმისათვის, რომ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას საკუთარი კომპანიებისთვის, ვიდრე ამას თავად მოელიან.

(R)