LIVE

Covid-19-ის გავრცელების გამო, აშშ-ს შანხაიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს

12 აპრ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
Covid-19-ის გავრცელების გამო, აშშ-ს შანხაიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს

Covid-19-ის შემთხვევების ზრდისა და "ლოკდაუნის" გამო, აშშ-ის მთავრობამ შანხაის საკონსულოში დასაქმებულ პერსონალს, რომელთა ადგილზე ყოფნა "განსაკუთრებით მნიშვნელოვანი" არ არის, უბრძანა შანხაი ოჯახებთან ერთად დატოვონ. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის მიხედვით, ქალაქის დატოვების ბრძანება გუშინ გაიცა.  

"შეერთებულ შტატებისთვის არ არსებობს საზღვარგარეთ აშშ-ის მოქალაქეების, მათ შორის, ჩინეთის მისიის პერსონალისა და მათი ოჯახების, უსაფრთხოებაზე უფრო პრიორიტეტული რამ", - თქვა აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერმა განცხადებაში. 

მისი თქმითვე, თანამშრომლები ქალაქს კომერციული რეისებით დატოვებენ. აშშ ბრძანებას ერთ თვეში გადახედავს.

შანხაი გასული ორი წლის განმავლობაში ჩინეთში ინფექციის ყველაზე მძიმე აფეთქებას ებრძვის. გუშინ ქალაქში 23,342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ ის მაინც აღემატება დაახლოებით ორი კვირის წინ აღრიცხულ 5,000 ახალ შემთხვევას.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩელსი მესი