LIVE

EU წევრ ქვეყნებს მოუწოდებს უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდონ

11 აპრ 202223:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 722
EU წევრ ქვეყნებს მოუწოდებს უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდონ

ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს კიევს მოთხოვნილი იარაღი სწრაფად მიაწოდონ. უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში კამპანიის გასაძლიერებლად ემზადება.

ოსეპ ბორელმა ევროკავშირის დიპლომატებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება დღეებშია საჭირო და არა კვირებში. მისი თქმით, ბლოკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

რუსული ჯარები კიევიდან აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში ინაცვლებენ, რადგან მოსკოვი საომარ კამპანიას ცვლის. რუსეთმა ჩრდილოეთში წარუმატებლობის სერია განიცადა, რადგან უკრაინის წინააღმდეგობით და NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებით შეფერხდა.

ის, რაც აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში მოხდება გადამწყვეტი იქნება ომის შედეგისთვის. რადგან მოსკოვი არ აჩვენებს სერიოზულობას სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ, უკრაინას მოსამზადებლად და საჭირო იარაღის მისაღებად მხოლოდ მცირე ფანჯარა აქვს.

ევროკავშირის მთავრობების უმეტესობა იარაღის მოთხოვნას განიხილავს. დიდმა ბრიტანეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინას მოთხოვნილი იარაღის ნაწილს მიაწვდის.

უკრაინისთვის აქამდე გაგზავნილი სამხედრო მხარდაჭერის დონე წევრ ქვეყნებს შორის განსხვავდება. ზოგიერთ ქვეყანას, როგორიცაა გერმანია, ძალიან ნელი პროცესის გამო აკრიტიკებენ. ესტონეთმა, მეორე მხრივ, უკრაინაში თავდაცვის ბიუჯეტის მესამედის ღირებულების სამხედრო აქტივები გაგზავნა, პოლონეთმა კი დაახლოებით $436 მილიონის ღირებულების დახმარება.

სხვა ქვეყნებმა თავი შეიკავეს მიწოდებული იარაღის გამჟღავნებისგან. ზოგმა ქვეყანამ, მათ შორის უნგრეთმა, საერთოდ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ბუდაპეშტმა კი მის ტერიტორიაზე იარაღის ტრანზიტი აკრძალა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი