
გლობალურმა კამპანიამ Stand Up for Ukraine $11 მილიარდი შეაგროვა. თანხა 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარება, რომლებიც ექვსი კვირის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იძულებით გადაადგილდნენ.
ევროპის, კანადის და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ მხარდაჭერილ ღონისძიებას ვარშავაში პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაესწრნენ. კამპანიას სხვებთან ერთად ასევე მხარს უჭერდნენ კეტი პერი, მადონა და ელტონ ჯონი.
Had a phone conversation with @JustinTrudeau. Thanked for supporting the #StandUpForUkraine initiative, for CAD 1 billion of financial assistance and USD 500 million of additional defensive support. Stronger together!
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 9, 2022
ვოლოდმირ ზელენსკიმ Twitter-ზე ასევე განაცხადა, რომ მოგვიანებით ჯასტინ ტრუდოსთან ისაუბრა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია