LIVE

მოსაზრება: უკრაინას ახლა მხოლოდ იარაღი დაეხმარება

10 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1092
მოსაზრება: უკრაინას ახლა მხოლოდ იარაღი დაეხმარება

უკრაინის ომის პირველი ეტაპი ვლადიმერ პუტინის გეგმის მიხედვით არ წარიმართა, მაგრამ მომდევნო ოთხ კვირას შეუძლია გადაწყვიტოს როგორ შეიცვლება ევროპის რუკა მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ. სანქციების გამკაცრება ამ ბრძოლაში მცირე განსხვავებას გამოიწვევს. ის ასევე მოითხოვს იარაღის მიწოდების დიდ ზრდას და ცვლილებებს უკრაინის მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღის სახეობებში.

სამხედრო ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები მთავრობებს აფრთხილებენ, რომ მომდევნო კვირიდან რუსული სამხედრო ოპერაციები მნიშვნელოვნად გააქტიურდება.

რაც არ უნდა ცუდად იმოქმედონ რუსეთის ძალებმა ბრძოლის ველზე, ახლა მას უფრო რეალური მიზნები აქვს. სამი ფრონტიდან შეჭრის ნაცვლად, რუსეთი ახლა ერთ ღერძზე კონცენტრირდება, სადაც მისი მიწოდების ხაზები უკრაინის თავდასხმისგან ნაკლებად დაუცველია. ამასთან, რუსეთმა უკვე გაიცნო უკრაინული ჯარი, რომელსაც აქამდე სათანადოდ არ აფასებდა.

პუტინი შესაძლოა 9 მაისს მოიაზრებდეს, როგორც ერთგვარ ვადას უკრაინის აღმოსავლეთის დასაბრუნებლად. თარიღი უკვე ცნობილია, როგორც გამარჯვების დღე რუსეთში, როდესაც ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს.

თუმცა, როგორც სახმელეთო ომის საკითხების ექსპერტი ჯეკ უოტლინგი აღნიშნავს, რუსეთს უკრაინის ერთობლივი ძალების ოპერაციების ზონის გადასალახად საკმარისი ძალები არ გააჩნია. პუტინმა თავდაპირველ ოპერაციას რუსეთის ხელმისაწვდომი საბრძოლო ძალების უმეტესი ნაწილი მოახმარა და ახლა შეზღუდული რეზერვები გააჩნია.

თუ რუსული ძალები იმპულსს დაკარგავენ და ტანკსაწინააღმდეგო იარაღითა და არტილერიით შესუსტდებიან, უოტლინგის აზრით, ისინი რესურსს ოთხ კვირაში ამოწურავენ. ამ დროს პუტინი უფრო დიდი გადაწყვეტილების წინაშე დადგება: გადავიდეს თუ არა საომარ ბაზაზე, აღარ მოიხსენიოს კონფლიქტი, როგორც "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" და მოაბილიზოს ქვეყანა.

ბრძოლის ახალი ფაზა, რომელიც უკრაინას წინ აქვს, დასავლეთისგან ახალი ტიპის მხარდაჭერას მოითხოვს.

დიდ ბრიტანეთს და NATO-ს წევრ ქვეყნებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. უკრაინას ამჟამად სურს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი იარაღი (ATGW), პორტატიული საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა, დრონები, რადარი და სარაკეტო სისტემები. ასევე, კარგად იყენებენ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ გაგზავნილ საბჭოთა პერიოდის T-72 ტანკებს, რომლის სათადარიგო ნაწილების წარმოება ჩეხეთს შეუძლია, ხოლო უკრაინელებმა იციან მათი შენარჩუნება და გამოყენება. თუმცა, შერეული იარაღით დატვირთული ტრასნპორტით აღმოსავლეთისკენ მიწოდება უფრო რთული იქნება.

უკრაინას ასევე დასჭირდება მარაგი რეზერვისტებისთვის და ახალწვეულებისთვის. NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ უკრაინის თავდაცვის ზოგიერთი ნაწილის უკეთესი მხარდაჭერის მქონე პლატფორმებზე გადასვლას, მათ შორის საჰაერო თავდაცვისაც. ასევე, აუცილებელია ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ეკონომიკური დახმარება ეკონომიკის კოლაფსისგან თავის ასარიდებლად.

ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები და იახტების ჩამორთმევა პერფორმანსული იყო იმასთან შედარებით, რაც დასავლეთისგან ახლაა საჭირო ევროპის ლანდშაფტის მომავალ უსაფრთხოებაზე არსებითი ზეგავლენის მოსახდენად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტერეზა რაფაელი