LIVE

SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს სთავაზობს

07 აპრ 202219:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 397
SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს სთავაზობს

SOLO მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად პერსონიზირებული შეთავაზებები ჰქონდეთ, მობილბანკს ინოვაციური ფუნქციონალი - Lifestyle Chooser-ი დაემატა. ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, ყველაზე რელევანტური Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზებების ნახვა ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

Lifestyle Chooser-ი ორი საფეხურისგან შედგება: მომხმარებელი საკუთარი ინტერესის მიხედვით ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს 8 კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. რის შედეგადაც, მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზე იღებს კონკრეტულად მასზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს. SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური ბენეფიტები მიიღონ. ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის: https://mbank.bog.ge/8dSN 

Lifestyle Chooser-ისთვის 8 მთავარი კატეგორიის შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიქმნა, რომელზეც სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა. აღნიშნული კატეგორიებია: გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა; სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია.

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3ukeNv0 

„იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათ ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - Lifestyle Chooser-ი ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური დასწავლის ალგორითმები დგას, რომელიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამისი, პერსონიფიცირებული შეთავაზებებით უზრუნველყოფს. Lifestyle chooser-ი 8 მთავარი კატეგორიისგან შედგება, რომელიც ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს აერთიანებს. დარწმუნებული ვართ, Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ეთერ ირემაძე. 

(R)