LIVE

რუსეთში ავტომობილების გაყიდვები შემცირდა

10 აპრ 202215:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
რუსეთში ავტომობილების გაყიდვები შემცირდა

გასულ თვეში რუსული ავტომობილების გაყიდვები სანქციებისა და რუბლის კოლაფსის ფონზე შემცირდა. ბევრმა გლობალურმა ავტო მწარმოებელმა რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადა, რამაც მომხმარებლები მწირი არჩევანის წინაშე დააყენა.

რუსეთის უმსხვილესი ავტო დილერის, Rolf-ის გაყიდვები მარტში წინა თვესთან შედარებით 60%-ით შემცირდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სვეტლანა ვინოგრადოვა პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს მოთხოვნა განახევრდება.

ავტომობილები გაყიდვების კოლაფსი მომხმარებლების ხარჯვის ცვლილებას უკავშირდება, რომელიც რეცესიის მოლოდინის ფონზე აუცილებელ პროდუქტზე კონცენტრირდება. ზოგი შეფასებით, ავტომობილების ფასები მარტში 40%-ით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, რომ ავტომწარმოებლებმა Toyota-დან Volkswagen-მდე რუსეთში წარმოება შეაჩერეს და უპრეცედენტო საერთაშორისო ბოიკოტს შეუერთდნენ.

რუსი მომხმარებლები გაზრდილი ფასებისა და შემცირებული არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ, რასაც მთავრობის მხრიდან ადგილობრივი წარმოების სტიმულირების მცდელობა მოჰყვა. ეროვნული საავტომობილო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ანტონ შაპარინის განცხადებით, ევროპიდან და იაპონიიდან იმპორტირებული მანქანები შესაძლოა ჩინური და ინდური მოდელებით შეიცვალოს.

ამასთან, ადგილობრივი ავტომწარმოებლების დამოკიდებულებამ იმპორტირებულ კომპონენტებზე მომხმარებლებში ფასების ზრდის შოკი გამოიწვია. უმსხვილესმა ადგილობრივმა მწარმოებელმა AvtoVaz-მა, რომელსაც Renault-ი ფლობს, მიმდინარე წელს ფასები უკვე სამჯერ გაზარდა.

რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სამსახურმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უცხოური წარმოების ავტომობილების ფასები წლის დასაწყისიდან 29%-ით გაიზარდა.

ახალ მანქანებზე შემცირებული წვდომისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, რომელიც რუსეთის მოსახლეობის დანაზოგებს გაუფასურებით ემუქრება, ზოგიერთმა მომხმარებელმა მეზობელ ბაზრებს მიმართა.

რუსი მომხმარებლები ყაზახეთის ქალაქ კოსტანაიში Autodom-ის გაყიდვების დაახლოებით 10%-ს შეადგენდნენ. კომპანიის გაყიდვების უფროსის, ევგენი ბიბერის მიხედვით, ადრე რუსი მომხმარებლები კომპანიის გაყიდვების მხოლოდ 1%-ს შეადგენდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია