LIVE

ილონ მასკის განცხადება SEC-ის წინააღმდეგ ემინემს ციტირებს

04 აპრ 202221:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 971
ილონ მასკის განცხადება SEC-ის წინააღმდეგ ემინემს ციტირებს

ილონ მასკის მიმდინარე სამართლებრივ დავას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასთან (SEC) ახალი მოთამაშე ჰყავს - ემინემი.

მასკის ადვოკატი, ალექს სპირო მის ბოლო მცდელობაში გააუქმოს 2018 წლის შეთანხმება, რომელიც მილიარდერისგან გარკვეული ტვიტებისთვის წინასწარი თანხმობის მიღებას გულისხმობს, ემინემის სიმღერის Without Me-ის ტექსტს ციტირებს.

"The [SEC] won't let me be or let me be me so let me see",- ნათქვამია დოკუმენტის ნაწილში, რაც ნიშნავს: SEC-ი არ მანებებს თავს და არ მაძლევს საშუალებას ვიყო მე.

სიმღერის ორიგინალურ ტექსტში SEC-ის ნაცვლად ემინემი FCC-ის მიმართავს. კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კოლორადოს რადიოსადგურს ემინემის მუსიკის გაშვებისთვის 2002 წელს $7,000-იანი ჯარიმა დააკისრა.

2018 წლის შეთანხმების თანახმად, მასკს Tesla-ს შესახებ ტვიტების გამოქვეყნებამდე კომპანიის აღმასრულებლებისგან თანხმობის მიღება მოეთხოვება.

მას შემდეგ, რაც მასკმა გასულ ნოემბერში Twitter-ის მიმდევრებს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ში მისი წილის 10%, რამაც კომპანიის აქციების მასობრივი გაყიდვა გამოიწვია, ელექტრომობილების კომპანიამ SEC-ისგან სასამართლოში გამოძახება მიიღო, რასაც მასკი "შევიწროებას" უწოდებს.

მარტში მარეგულირებელმა ფედერალურ მოსამართლეს მოუწოდა გააგრძელოს მასკის ტვიტების შესწავლის დაშვება.

რამდენიმე დღეში ელექტრომობილების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობს, რადგან, მისი თქმით, Twitter-ი სიტყვის თავისუფლების პრინციპებს არ იცავს.