LIVE

ჩინეთის იმპორტიორები იაფი რუსული საწვავის ყიდვას ცდილობენ

04 აპრ 202213:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 836
ჩინეთის იმპორტიორები იაფი რუსული საწვავის ყიდვას ცდილობენ

ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, მათ შორის Sinopec-ი და PetroChina გარიგებას აწარმოებენ მიმწოდებლებთან, რათა ტვირთები რუსეთიდან ადგილზე დიდი ფასდაკლებით შეიძინონ.

ბუნებრივი აირის იმპორტიორების უმეტესობა არ ყიდულობს რუსულ ტვირთებს მომავალი სანქციების ან რეპუტაციის შელახვის შიშით, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება და ევროკავშირი მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებს. ჩინური ფირმები ამ რისკის მიღების ერთადერთი მსურველები აღმოჩნდნენ.

განვითარება ირეკლავს ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მსგავს ნაბიჯს, რომლებიც ასევე ფრთხილად ყიდულობენ დანარჩენი მსოფლიოსთვის არასასურველ იაფ რუსულ ნედლ ნავთობს.

მოვაჭრეების მიხედვით, რუსული ბუნებრივი აირი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკვე შეიძინეს ჩინეთის იმპორტიორებმა. მათი თქმით, რუსული გაზი ჩრდილოეთ აზიის ბაზარზე 10%-ზე მეტი ფასდაკლებით ივაჭრება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid-19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, სანამ ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტივენ სტაფზინსკი