LIVE

გერმანიაში 60 წლის მამაკაცი 90-ჯერ აიცრა

03 აპრ 202220:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
გერმანიაში 60 წლის მამაკაცი 90-ჯერ აიცრა

გერმანიაში 60 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, 90-ჯერ მიიღო. აცრის მრავალჯერადად მიღების მიზანი ყალბი ვაქცინაციის ბარათების გაყიდვა იყო ადამიანებზე, ვისაც აცრა არ სურთ.

ის ვაქცინაციის ცენტრში მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც აცრის მისაღებად ცენტრში ზედიზედ ორი დღე მივიდა. ეჭვმიტანილი არ დაუკავებიათ, მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება ვაქცინაციის მოწმობების უნებართვო გაცემისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის. 

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა გავლენა მოახდინა COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ბრენდის 90-მდე აცრამ ეჭვმიტანილის ჯანმრთელობაზე.

გერმანიის პოლიციამ ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი რეიდი ჩაატარა ვაქცინაციის პასპორტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ვაქცინის პასპორტები აადვილებენ წვდომას ისეთ ადგილებზე, როგორიცაა რესტორნები, თეატრები, საცურაო აუზები ან სამუშაო ადგილები. შესაბამისად, მათზე მოთხოვნა დიდია იმ ადამიანებშიც ვინც COVID-19-ის არსებობას უარყოფს ან ვაქცინის მიღება არ სურს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია