LIVE

რუსეთი 134 500 ახალ წვევამდელს იწვევს

31 მარ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 815
რუსეთი 134 500 ახალ წვევამდელს იწვევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიური საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, ჯარში 134,500 ახალ წვევამდელს იწვევს

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაწვევას უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. მინისტრმა სერგეი შოიგუმ 29 მარტს თქვა, რომ არც ერთი გამოძახებული "ცხელ წერტილებში" არ გაიგზავნება. 

წვევამდელების ომში ჩართვა მგრძნობიარე საკითხია რუსეთისთვის. 9 მარტს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი მათგანი უკრაინაში გააგზავნეს. მანამდე ინფორმაციას რუსეთი უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები ჰყავდა.  

პუტინის სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სამხედრო პროკურორებს უბრძანა, გამოეძიებინათ და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც მათ გაგზავნაზე არიან პასუხისმგებლები.  

პუტინის ბრძანების მიხედვით, ყოველწლიური საგაზაფხულო სამხედრო გაწვევა, რომელიც 1 აპრილიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, შეეხება 18-დან 27 წლამდე რუს მამაკაცებს. შოიგუს თქმით, ისინი ბაზებზე მაისის ბოლოსთვის გაიგზავნებიან და სასწავლო ცენტრებში პროფესიულ გადამზადებას სამი თვის განმავლობაში გაივლიან.  

ადვოკატი მიხაილ ბენიაში, რომელიც ერთ-ერთია რუსეთის ეროვნული გვარდიის რამდენიმე წევრიდან, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინაში საომრად წასვლაზე, ამბობს, რომ რუსეთის კანონმდებლობა, რამდენიმეთვიანი წვრთნის შემდეგ, წვევამდელების საბრძოლველად გაგზავნას უშვებს.