
ფრინველის გრიპის მომაკვდინებელი შტამი, რომელიც აღდგომის წინ კვერცხის ფასს ზრდის, ოთხშაბათს აშშ-ის ხუთ ახალ შტატში აღმოაჩინეს. ვირუსი სულ უფრო მეტად ემუქრება ფრინველის ექსპორტს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უაღრესად პათოგენური ფრინველის გრიპი ჩრდილოეთ კაროლინაში, მასაჩუსეტსში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ოჰაიოში და ვაიომინგში აღმოაჩინეს. იანვრის შუა რიცხვებიდან ვირუსი 23 შტატში დაფიქსირდა.
USDA-ს თანახმად, ქვეყნებმა დროებით აკრძალეს იმპორტი აშშ-ს შტატებიდან, სადაც ფრინველის გრიპია გავრცელებული.
სასოფლო-სამეურნეო კრედიტორის CoBank-ის მოხსენების თანახმად, ფრინველის გრიპი კვერცხს შედარებით დეფიციტურ გახდის აღდგომის დღესასწაულისთვის, რადგან წარმოება Covid-19-ის პანდემიამდელ დონეზე ჯერ კიდევ დაბალია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ჰირცერი