LIVE

SOLO მომხმარებელს პაატა ამონაშვილთან ინდივიდუალური შეხვედრა შეეძლება

31 მარ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
SOLO მომხმარებელს პაატა ამონაშვილთან ინდივიდუალური შეხვედრა შეეძლება

SOLO აგრძელებს მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას. SOLO მომხმარებლებს პროექტ One to One-ის ფარგლებში ამჯერად შესაძლებლობა ექნებათ, დაგეგმონ პირადი შეხვედრა ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილთან, რომელიც კონსულტაციის პროცესში ჰუმანურ-პედაგოგიურ მეთოდებს იყენებს.

საქართველოს ბანკის SOLO მომხმარებელს პაატა ამონაშვილთან შეხვედრისას, თავად შეეძლება შეარჩიოს სასურველი თემა და რჩევები მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შვილების აღზრდა; ურთიერთობები ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში; თვითრეალიზაცია, ცხოვრების მისიის ძებნა და ა.შ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველთა აპლიკაციებს ბანკი 5 სამუშაო დღეში განიხილავს. როგორც BOG-ში აცხადებენ, ადგილები შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია შემდეგ ბმულზეა განთავსებული: https://bit.ly/36N37HH  

პაატა ამონაშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი და მრავალი ტრანსფორმაციული ტრენინგის შემქმნელია. მას ასობით ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია აქვს ჩატარებული. ასევე, არის ბავშვთა განვითარების ინოვაციური პროგრამის, „მზიანეთის“ შემქმნელი. 

ვიდეოს სანახავად, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბმულს: https://bit.ly/3Nu5TTb 

შეგახსენებთ, პროექტ One to One-ის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მათთვის საინტერესო, წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი რეკომენდაციები და განიხილონ მრავალფეროვანი საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და სხვა.

პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა, მსურველმა წინასწარ შეავსოს განაცხადი და მისთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოს შეხვედრა, როგორც online ისე offline ფორმატით. 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://bit.ly/3BKwTXr

(R)