LIVE

პოლონეთი რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს

30 მარ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
პოლონეთი რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს

პოლონეთი მიმდინარე წელს რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის შეჩერებას შეეცდება.

პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გეგმავს გააკეთოს ყველაფერი, რათა 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტი შეწყდეს.

„ჩვენ წარმოგიდგენთ ევროპაში ყველაზე რადიკალურ გეგმას, რათა თავი შორს დავიჭიროთ რუსული ნავთობისგან, რუსული გაზისა და რუსული ნახშირისგან“,- თქვა მორავიეცკიმ.

2019 წელს პოლონეთი რუსეთისგან დღეში დაახლოებით 365,000 ბარელ ნედლ ნავთობს ყიდულობდა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 70%-ს შეადგენდა. ქვეყანა რუსეთიდან ასევე იღებდა დიზელის იმპორტის დაახლოებით 50%-ს.

PKN Orlen-მა, ქვეყნის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ განაცხადა, რომ რუსეთიდან მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანიას სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა შეუძლია.

მორავიეცკიმ ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთისგან ქვანახშირის შესყიდვას აპრილიდან ან მაისიდან შეაჩერებს. ქვეყნის გრძელვადიანი გაზის მიწოდების კონტრაქტი რუსეთთან მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. ვარშავაში ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

პოლონეთის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანიამ საგანგებო გეგმის გააქტიურება გამოაცხადა. გეგმის მიზანია ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას შეზღუდული ენერგომომარაგების მართვაში დაეხმაროს, რადგან რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტოს.

გეგმის პირველი ფაზა გაზის მოხმარებისა და მარაგების ინტენსიურ მონიტორინგს გულისხმობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაციეჟ მარტევიჩი