LIVE

სატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა 90 ლარით ძვირდება

30 მარ 202211:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 1952
სატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა 90 ლარით ძვირდება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასური იცვლება.

როგორც "ბიზნეს ფორმულას" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი აქამდე მოქმედი 60 ლარის ნაცვლად, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ახალი ფასი შეადგენს 20 ლარს, 10 ლარის ნაცვლად.

ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.