LIVE

ბრიტანეთი რუს ბიზნესმენს სუპერ იახტა Phi-ს ჩამოართმევს

29 მარ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1477
ბრიტანეთი რუს ბიზნესმენს სუპერ იახტა Phi-ს ჩამოართმევს

დიდმა ბრიტანეთმა ლონდონის ფინანსურ ოლქში მყოფი სუპერ იახტა Phi-ს ჩამორთმევის ბრძანება გასცა. ეს იქნება ამ ტიპის გემის ჩამორთმევის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის დასჯის მიზნით, არაერთ ზომას მიმართა. 

ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებით, 58,5 მეტრის სიგრძის გემი რუს ბიზნესმენს ეკუთვნის და მისი ღირებულება 38 მილიონი ფუნტია ($50 მილიონი).

განცხადებაში მფლობელის ვინაობა მითითებული არ არის, მაგრამ ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს ქმედება უნდა იყოს "მკაფიო და მკვეთრი გაფრთხილება" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის "და მისი მეგობრებისთვის".

"Phi-ს დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია და მივიღებთ უძლიერეს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც რუსული კავშირებით სარგებლობას ცდილობს",- თქვა შაპსმა.

Phi, რომელიც მათემატიკური პრინციპის სახელს ატარებს, ასევე ცნობილია Golden Ratio (ოქროს კვეთა) სახელწოდებით, ლონდონში,  Canary Wharf-ში სუპერ იახტების დაჯილდოებაზე იყო და რელიზის მიხედვით, გამგზავრებას დღეს შუადღისას გეგმავდა. 

ის Royal Huisman Shipyard-ის მიერ შექმნილი გემებიდან სიდიდით მესამეა. მასზე შესაძლებელია 12 მგზავრის განთავსება. გემს აქვს ღვინის მარანი და საცურაო აუზი.

გასულ კვირას JPMorgan-მა მოიგო სასამართლო საქმე, რომელმაც გიბრალტარის პორტის ხელმძღვანელობას უფლება მისცა დაეკავებინა 73-მეტრიანი იახტა სახელად Axioma, რომელიც რუს მილიარდერს, დიმიტრი პუმპიანსკის ეკუთვნის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკა დე პაოლი