LIVE

რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას "მკვეთრად შეამცირებს"

29 მარ 202216:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 906
რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას "მკვეთრად შეამცირებს"

რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვთან სამხედრო ოპერაციებს "მკვეთრად შეამცირებს". ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა განაცხადა

მან გადაწყვეტილების მიზეზად ურთიერთნდობის გაზრდა და შემდგომი მოლაპარაკებებისა და საბოლოო მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი პირობების შექმნა დაასახელა.

ფომინის თქმით, სამხედრო ოპერაციები კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში „მკვეთრად შემცირება“ დაუყოვნებლივ განხორციელდება.

BBC-ის ინფორმაციით, რუსული ძალები, როგორც ჩანს, ამ მხარეში შეჩერდნენ. დღეს დილით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს რუსების უკან დახევა რამდენიმე პოზიციიდან. ამავე განცხადებით, რუსეთი კვლავ რჩება კიევისთვის სერიოზულ საფრთხედ.  

რუსეთის მხარის განცხადებით, დღევანდელი მოლაპარაკებები "კონსტრუქციული" იყო და უკრაინის წინადადებებს პუტინს დაუყოვნებლივ გადასცემენ.

თურქეთის დედაქალაქში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ახლახან დასრულდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია