LIVE

სანქციებისთვის თავის ასარიდებლად რუსებმა, შესაძლოა, კრიპტო გამოიყენონ

01 აპრ 202213:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
სანქციებისთვის თავის ასარიდებლად რუსებმა, შესაძლოა, კრიპტო გამოიყენონ

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ფინანსურმა შეზღუდვებმა კრიპტოვალუტა ყურადღების ცენტრში მოაქცია. შესაძლებელია, რომ რუსეთის მთავრობა ან სანქცირებული ოფიციალური პირები ციფრულ აქტივებს ქონების გადასაადგილებლად იყენებდნენ, რაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დასჯის მცდელობას ნაკლებად ეფექტურს გახდის.

ანალიტიკური ფირმა Chainalysis-ის თანახმად, გლობალურმა უკანონო კრიპტო აქტივობამ 2021 წელს $14 მილიარდი შეადგინა, რაც მსოფლიო მშპ-ს 0.015%-ს წარმოადგენს. რუსეთის ექსპორტმა ამავე წელს $500 მილიარდი შეადგინა. ეს მოცულობა მნიშვნელოვნად აჭარბებს თუნდაც ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის შესაძლებლობებს. ამასთან, ნებისმიერი აქტივობა ბლოკჩეინების უმეტესობაზე მუდმივ ჩანაწერს ტოვებს.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მცირე სივრცე სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობებისთვის. მაგალითად, თუ სანქცირებულ რუსს სურს რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების რუბლის ქვეყნიდან გატანა, ამ შემთხვევაში, მას მოუწევს რუსეთში ციფრული აქტივების შეძენა, შემდეგ ამ აქტივების გაყიდვა ტრადიციულ ვალუტაში იმ ქვეყანაში, სადაც ფულის გადატანა სურს. ეს ყველაფერი ფულის მფლობელის გამჟღავნების გარეშე.

თუმცა, ასეთ გათეთრებას მნიშვნელოვანი რისკი ახლავს თან. ბანკნოტისგან განსხვავებით, კრიპტო მონეტა ყველა იმ ადამიანის ციფრულ ანაბეჭდს ინახავს, ვინც მას ოდესმე ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი მხოლოდ ალფანუმერული მისამართით არის იდენტიფიცირებული, სამართალდამცავი ორგანოები მუდმივად აუმჯობესებენ დანაშაულთან დაკავშირებული მისამართების ამოცნობის უნარს.

რუსეთის შემთხვევაში, ხელისუფლებამ უკვე გადადგა ნაბიჯები სანქციების თავიდან აცილების მიზნით. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ფულის გათეთრებისთვის ორ პოპულარულ ბირჟას, Suex-ს და Chatex-ს, მკაცრად არეგულირებს. დეპარტამენტმა გააფრთხილა კრიპტო ბირჟები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომ განაცხადონ საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმების ფარული საფრთხე ემუქრებათ. ამასთან, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, სახელად KleptoCapture შექმნა, რომლის დანიშნულება სანქცირებული რუსების აქტივების იდენტიფიცირება და მათი ჩამორთმევაა.

შესაძლებელია მეტის გაკეთებაც. ოფიციალურ პირებს სხვა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ბირჟებისა და მისამართების სანქცირება შეუძლიათ. მათ შეუძლიათ მოითხოვონ შუამავლების უფრო ფართო სპექტრი, მათ შორის NFT ბირჟებთან და დეცენტრალიზებულ კრიპტო პლატფორმებთან.

აშშ-ს განსაკუთრებით აქვს სამუშაო ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით. საბოლოოდ, კრიპტო შეიძლება გახდეს უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ტრადიციული საბანკო სისტემა, თუ საკმარისი პლატფორმები და აპლიკაციები საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიკაციას მოითხოვენ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების მცდელობა იძლევა ახალ შესაძლებლობას: თუ პოლიტიკის შემქმნელები დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს, რათა პუტინმა და მისმა მხარდამჭერებმა კრიპტო მათი ქონების თავშესაფრად ვერ გადააქციონ, ისინი სხვა კრიმინალებსაც გაურთულებენ ცხოვრებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რედაქტორები