LIVE

აბუ-დაბის სიმდიდრის ფონდი Mubadala რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს

29 მარ 202210:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
აბუ-დაბის სიმდიდრის ფონდი Mubadala რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს
Bloomberg

აბუ-დაბის სუვერენული სიმდიდრის ფონდი Mubadala Investment-ი რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ნაბიჯი ნიშანია, რომ უკრაინაში ომი მოსკოვსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებს ართულებს.

Mubadala ახლო აღმოსავლეთის პირველი სუვერენული სიმდიდრის ფონდია, რომელიც ომიდან ერთი თვის შემდეგ საჯარო კომენტარს აკეთებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ფრთხილ პოლიტიკურ პოზიციას იკავებს, რომლის მიზანი რუსეთთან კავშირის შენარჩუნებაა მაშინაც კი, როცა აშშ და ევროპა უპრეცედენტო სანქციებს აწესებენ. როგორც სხვა რეგიონული ნედლი ნავთობის ექსპორტიორები, საამიროები OPEC+-ის ნავთობის ალიანსის წევრია რუსეთთან ერთად.

Global SWF-ის მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთის ინვესტორები, როგორიცაა Mubadala, ბოლო წლებში რუსეთში საქმიანობას აფართოებდნენ, მაშინ როცა ევროპული და ჩრდილოეთ ამერიკის ფონდები გეოპოლიტიკური რისკების გამო ქვეყნისგან დისტანცირდნენ.

Mubadala-ს სპიკერის განცხადებით, რუსეთი აბუ დაბის ფონდის $243 მილიარდიანი პორტფელის 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენს.

ფონდი გრძელვადიანი ინვესტორია რუსეთის ეკონომიკაში და მოსკოვის ოფისში 20-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Mubadala ასევე კრემლის მიერ მართული რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პარტნიორია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შაჯი მეთიუ