
ამერიკელმა კინორეჟისორმა შონ პენმა, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსკარის დაჯილდოების პროგრამაში არ იქნება, ხალხს დაჯილდოების ბოიკოტისკენ მოუწოდა. პენის თქმით, თუ ეს ასე მოხდება, საკუთარ ოსკარს საჯაროდ გადაადნობს.
მსახიობი და აქტივისტი გასულ თვეში უკრაინაში დოკუმენტურ ფილმს იღებდა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შესახებ. CNN-თან ინტერვიუში პენმა ჭორებს ზელენსკის შესაძლო ვირტუალურ გამოჩენაზე კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისთვის ულტიმატუმით უპასუხა: დაეთანხმოს ზელენსკის მოწვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში პოტენციური გაფიცვა დაემუქრება.
"ჩემი ინფორმაციით ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს არ გაკეთდეს. თუ აკადემია აირჩევს, რომ უკრაინის ლიდერებს არ მიჰყვეს, რომლებიც ტყვიებს და ბომბებს იტანენ ჩვენთვის, უკრაინელ ბავშვებთან ერთად, რომელთა დაცვასაც ცდილობენ, მაშინ, მე ვფიქრობ, თითოეული ეს ადამიანი და ამ გადაწყვეტილების ყველა ნაწილი იქნება ყველაზე უხამსი მომენტი ჰოლივუდის ისტორიაში",- განაცხადა პენმა CNN-ის ჯიმ აკოსტასთან დაუბრისას.
პენმა ოსკარი ფილმებისთვის Mystic River (2003) და Milk (2008) მიიღო.