LIVE

Foo Fighters-ის დრამერი ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა

26 მარ 202212:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 671
Foo Fighters-ის დრამერი ტეილორ ჰოკინსი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა
Amy Harris/Invision/AP Photos

Foo Fighters-ის დრამერი ტეილორ ჰოკინსი როკ ჯგუფთან ერთად სამხრეთ ამერიკის ტურნეს დროს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უცნობია გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ჯგუფმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს იყო “ტრაგიკული და უდროო დანაკარგი”.

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ ფესტივალზე Foo Fighters-ის გამოსვლა იყო დაგეგმილი. პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ სასტუმროს წინ, სადაც, სავარაუდოდ, ჰოკინსი იმყოფებოდა. 

კოლუმბიის ხელისუფლებას ჰოკინსის გარდაცვალებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ბოგოტაში აშშ-ის საელჩომ მწუხარება გამოთქვა. 

ჰოკინსი თამაშობდა ცნობილ, როგორც წესი კომიკურ როლებს ჯგუფის სამახსოვრო ვიდეოებში და მათ ბოლო საშინელებათა კომედიურ ფილმში, "სტუდია 666".

ტეილორ ჰოკინსი Foo Fighters-ს 1997 წელს შეუერთდა. მას მეუღლე ელისონი და სამი შვილი დარჩა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:  THE ASSOCIATED PRESS (ენდრიუ დალტონი)