LIVE

წელს გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს - Spiegel

25 მარ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1100
წელს გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს - Spiegel

გერმანია მიზნად ისახავს მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის რუსული ნავთობის იმპორტი გაანახევროს, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულება კი სწრაფად შეამციროს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Der Spiegel გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემა წერს, რომ რუსული გაზი წლის ბოლომდე შესაძლოა იმპორტის 30%-ს შეადგენდეს, ახლა მასზე იმპორტის ნახევარზე მეტი მოდის. ამავე პერიოდისთვის რუსული ნავთობის მიღება თითქმის ნულამდე უნდა დავიდეს. რუსული ნახშირის შესყიდვა კი ზაფხულის დასაწყისში უნდა შეწყდეს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს დააჩქაროს რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გამოაქვეყნებენ პოლიტიკურ პაქტს, რომლის მიხედვითაც აშშ მიაწოდებს მას მეტ თხევად ბუნებრივ აირს (LNG), რათა ჩაანაცვლოს რუსული იმპორტი.

Reuters წერს, რომ აშშ წლის ბოლომდე აპირებს უზრუნველყოს მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი LNG-ის მიწოდება.

ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ახლახან გამართა მოლაპარაკებები ნორვეგიისა და კატარის ოფიციალურ პირებთან. მოლაპარაკების შედეგები ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარიახოზე ვერა