LIVE

ჰაკერულმა ჯგუფმა Lapsus$-მა Microsoft-ის სისტემებზე წვდომა მოიპოვა

23 მარ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 671
ჰაკერულმა ჯგუფმა Lapsus$-მა Microsoft-ის სისტემებზე წვდომა მოიპოვა

Microsoft-ის განცხადებით, ჰაკერულმა ჯგუფმა Lapsus$-მა მის სისტემებზე შეზღუდული წვდომა მიიღო. ჯგუფმა ასევე განაცხადა, რომ Bing-ის საძიებო სისტემის და Cortana-ს ხმოვანი ასისტენტის საწყისი კოდი მოიპოვა.

Lapsus$-მა ადრე ასევე გაარღვია Nvidia-სა და Samsung Electronics-ის კიბერუსაფრთხოების დაცვა. ჯგუფის განცხადებით, მიმდინარე კვირაში მან ასევე მოიპოვა წვდომა Okta-ს სისტემურ პრივილეგიებზე. Okta სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლის ავტორიზაციის სერვისებს ათასობით კორპორატიული კლიენტისთვის მართავს.

ჰაკერული ჯგუფი, რომელსაც Microsoft-ის კიბერუსაფრთხოების მკვლევრების მიერ დასახელება DEV-0537 მიენიჭა, სამიზნეების გეოგრაფიულ დიაპაზონს აფართოებს და სამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ტექნოლოგიურ, ტელეკომის და ჯანდაცვის სექტორებს უტევს. Microsoft-ის თქმით, ისინი ასევე ცნობილი არიან კრიპტოვალუტის ანგარიშების მიტაცებით.

Lapsus$-მა სოციალურ მედიაში გამოთქვა პრეტენზია, რომ Microsoft-ის გარდა, რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის სისტემაში შეაღწია. ჯგუფის Telegram-ის არხმა Microsoft-ისა და Okta-ს სისტემების გარღვევის შესახებ პირველმა გამოაცხადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი